რევიშვილი "მორდოვიას" კარს 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის გუნდმა სარანსკის "მორდოვიამ" გულშემატკივრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი და ახალწვეული ფეხბურთელები ოფიცალურად წარუდგინა. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილიც.

ნუკრი "მორდოვიას" კარს 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს. როგორც პრეზენტაციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი გორდეევმა განაცხადა, ძირითადი მეკარე, დიდი ალბათობით, სწორედ რევიშვილი იქნება. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მეკარის საკითხზე, ისევე როგორც კაპიტნის შერჩევაზე, სამწვრთნელო შტაბი ჯერ კიდევ ფიქრობს.

ჯერჯერობით ასევე დაუზუსტებელია, ითამაშებს თუ არა "მორდოვიაში" იჯარით ყაზანის "რუბინის" მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც სეზონის განახლებისთვის ამ გუნდში ემზადებოდა.

სარანსკის "მორდოვია"
რუსეთის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველ შეხვედრას 19 ივლისს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული