ქართული ლეგიონი: მათეგოლის მორიგი დუბლი

AutoSharing Option
6 ივნისს დანიურმა "ორჰუსმა" ამხანაგური მატჩი გამართა შვედეთის ქვედადივიზიონელ "ლიუნგსკილესთან" და 2:1 მოუგო.

ორივე გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა მას მერე, რაც მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქე დაწინაურდა.

მათემ მინდორზე მეორე ტაიმი გაატარა, გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი დავით სხირტლაძე კი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

* * *
ფინურ ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) კი მორიგი ტურის მატჩები ჩატარდა. გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპემ" ერთ-ერთ ლიდერ "როვანიემის" უმასპინძლა და საპატიო ფრეს (0:0) გამორჩა. ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ქართველი 74-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული