"ინტერის" პრეზიდენტი ზაურ სვანაძეს - მოკვდით, მაგრამ ეს ეტაპი გაიარეთ!

AutoSharing Option
2 ივლისს ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაურ სვანაძის "ინტერი" ალბანურ "ლაჩის" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. გუნდი ოფიციალურ მატჩში პირველად გაიყვანა სათამაშოდ კახა ცხადაძის ყოფილმა ასისტენტმა ზაურ სვანაძემ.

აზერბაიჯანულ გუნდში ითამაშეს ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. ანგარიში სწორედ ჩვენებურმა გაათანაბრა, 47-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა "ინტერში" სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა.


თამაშის შემდეგ "აზერიფუტბოლს" "ინტერის" პრეზიდენტი გეორგი ნიკოლოვი გაესაუბრა.

"თამაშის წინ გუნდს ალბანეთში მოგება ან შედეგიანი ფრე დავუსახე.
"ლაჩი" ცოტა ადრე რომ შეგვხედროდა, კენჭისყრის შედეგებით გავიხარებდით, მაგრამ ახლა შანსები თანაბარია. თუ ვერ გავივლით ამ ეტაპს, ძალიან ცუდი იქნება. შემდეგ ეტაპზე კი ვნახოთ, რა მოხდება.

ალბანეთში გაცილების წინ, სამწვრთნელო შტაბი შევკრიბე და ვუთხარი - გააკეთეთ, რაც გინდათ მოედანზე. თუ საჭირო გახდა, "მოკვდით" მინდორზე, მაგრამ ეს ეტაპი გაიარეთ.

ჩვენთვის ეს სერიოზული საკითხია და იმედი მაქვს, რომ გუნდი ამ ამოცანას შეასრულებს", - განაცხადა ნიკოლოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული