ლეგიონი ევროპალიგაზე: ნიკა კვეკვესკირმა "ინტერში" გოლით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე ისეთმა კლუბმა ითამაშა, სადაც ქართველ ფეხბურთელებს ვქომაგობთ. მათი მონაგარი თანმიმდევრობით შევაფასოთ.

ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა ალბანურ "ლაჩისთან". ბაქოელთა შემადგენლობაში, რომელსაც ზაურ სვანაძე მოძღვრავს, 90 წუთი ითამაშეს ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა, მეკარე გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.

აზერბაიჯანელთაგან ერთადერთი გოლი კვეკვესკირმა შეაგდო (47-ე წუთზე). ის "ინტერში" ახლახან გადავიდა გორის "დილადან".

* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" გასვლაზე 1:0 მოუგო ლიტვურ "კრუოიას". სტუმარ გუნდში 80 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ.

* * *
ტალინის
"ფლორამ" შინ 1:0 სძლია მაკედონიურ "რაბოტნიჩკის". მაკედონიელთა დამარცხებაში მოკრძალებული წვლილი ზაქარია ბეგლარიშვილმაც შეიტანა, ვინც მინდორზე 53-ე წუთზე შევიდა.

"ფლორას" მეორე ქართველი, რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა შეცვალეს.

* * *
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" შინ 2:1 მოუგო ირლანდიურ "სენტ პატრიკსს". არ უთამაშია რიგელთა ტრავმირებულ ქართველ მცველს, ლევან მახარაძეს.

* * *
ლიტვურმა "ტრაკაიმ" შინ 3:0 აჯობა ფარერების "ტორსჰავნს". მასპინძელთა რიგებში ჩვენებური ნიკა აფაქიძე სათადარიგო იყო, ბესიკ ამაშუკელს კი არ უთამაშია.

* * *
სომხური "ულისე" გასვლაზე დაუზავდა მალტურ "ბირკირკარას". სომეხთა რიგებში ითამაშეს ჩვენებურებმა - ირაკლი ჭეჟიამ, გიორგი ხუბუამ, ირაკლი გეფერიძემ, ლევან ჯღარკავამ და დავით ხურციძემ, სათადარიგო იყო ზამირ ჯანაშია.

* * *
ერთი ამხანაგური მატჩის თაობაზეც - ჩვენებურთა "ორჰუსმა" 2:2 ითამაშა "ნორდსილანდთან" და ერთი გოლი დავით სხირტლაძის ანგარიშზეა.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო რაუნდი. I მატჩები
ბალზანი (მალტა)-ჟელეზნიჩარი (ბოსნია) 0:2
პროგრესი (ლუქსემბურგი)-შემროკი (ირლანდია) 0:0
რენოვა (ჩერნოგორია)-დაჩია (მოლდოვა) 0:1
ატლანტასი (ლიტვა)-ბეროე (ბულგარეთი) 0:2
დებრეცენი (უნგრეთი)-სუტიესკა (ჩერნოგორია) 3:0
აქტობე (ყაზახეთი)-ნომე კალიუ (ესტონეთი) 0:1
კუკესი (ალბანეთი)-ჟოდინო (ბელარუსი) 2:0
ორდაბასი (ყაზახეთი)-ბეითარი (ისრაელი) 0:0
ფლორა (ესტონეთი)-რაბოტნიჩკი (მაკედონია) 1:0
ალაშკერტი (სომხეთი)-სტ. ჯონსტონი (შოტლანდია) 1:0
ოლიმპიკი (ბოსნია)-ტრნავა (სლოვაკეთი) 1:1
სკონტო (ლატვია)-სტ. პატრიკსი (ირლანდია) 2:1
სენტ ჯულია (ანდორა)-რანდერსი (დანია) 0:1
კრუოია (ლიტვა)-იაგელონია (პოლონეთი) 0:1
ლაჩი (ალბანეთი)-ინტერი (აზერბაიჯანი) 1:1
იელგავა (ლატვია)-ლიტექსი (ბულგარეთი) 1:1
სიკ (ფინეთი)-ჰაფნარფიორდური (ისლანდია) 0:1
ლაჰტი (ფინეთი)-ელფსბორგი (შვედეთი) 2:2
სილამიაე (ესტონეთი)-ჰაიდუკი (ხორვატია) 1:1
შირაქი (სომხეთი)-ზრინსკი (ბოსნია) 2:0
ვაასა (ფინეთი)-აიკ (შვედეთი) 2:2
ნეფთჩი (აზერბაიჯანი)-მლადოსტი (ჩერნოგორია) 2:2
ვიკინგური (ისლანდია)-კოპერი (სლოვენია) 0:1
ნიუთაუნი (უელსი)-ვალეტა (მალტა) 2:1
გლენავონი (ჩრ. ირლანდია)-შახტიორი (ბელარუსი) 1:2
ლინფილდი (ჩრ. ირლანდია)-რუნავიკი (ფარერები) 2:0
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)-სპარტაკსი (ლატვია) 1:3
კორკ სიტი (ირლანდია)-კრ რეიკიავიკი (ისლანდია) 1:1
დუბლინი (ირლანდია)-დუდელანჟი (ლუქსემბურგი) 1:0
შერიფი (მოლდოვა)-ოდი (ნორვეგია) 0:3
დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)-ბალა თაუნი (უელსი) 3:1
ბრონდბიუ (დანია)-იუვენესი (სან მარინო) 9:0
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ქაირათი (ყაზახეთი) 0:2
იგლზი (ჰოლანდია)-ფერენცვაროში (უნგრეთი) 1:1
დომჟალდე (სლოვენია)-ჩუკარიჩკი (სერბეთი) 0:1
შკენდია (მაკედონია)-აბერდინი (შოტლანდია) 1:1
მტკ (უნგრეთი)-ვოივოდინა (სერბეთი) 0:0
ტრაკაი (ლიტვა)-ჰბ ტორსჰავნი (ფარერები) 3:0
გლენტორანი (ჩრ. ირლანდია)-ჟილინა (სლოვაკეთი) 1:4
ვიკინგური (ფარერები)-რუსენბორგი (ნორვეგია) 0:2
სტრიომსგოდსეტი (ნორვეგია)-პარტიზანი (ალბანეთი) 3:1
ვესტ ჰემი (ინგლისი)-ლუზიტანსი (ანდორა) 3:0
საქსანი (მოლდოვა)-აპოლონი (კვიპროსი) 0:2
ცელიე (სლოვენია)-შლიონსკი (პოლონეთი) 0:1
ლა ფიორიტა (სან მარინო)-ვადუცი (ლიხტენშტაინი) 0:5
ბირკირკარა (მალტა)-ულისესი (სომხეთი) 0:0
ეარბასი (უელსი)-ლოკომოტივა (ხორვატია) 1:3
ქოლიჯ ეუროპა (გიბრალტარი)-სლოვანი (სლოვაკეთი) 0:6.

საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ ქართველი,ლოგუა აფხაზია
Bacho
15:59 03-07-2015
0
ზამირ როდის ითამაშებ
ვალერი
13:02 03-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული