"აზერისპორტი": ბაქოს "ინტერი" მოლაპარაკებას ზურაბ ხიზანიშვილთან მართავს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული სპორტული საიტი "აზერისპორტი" აქვეყნებს ინოფრმაციას, რომლის მიხედვითაც ბაქოს "ინტერი" მოლაპარაკებას აწარმოებს "სამტრედიას" მცველ ზურაბ ხიზანიშვილთან.

"ამჟამად "ინტერი" მოლაპარაკებას "ნეფთჩის" ყოფილ მცველ დენის სილვასთან და "ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილ მცველ ზურაბ ხიზანიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებას. როგორც ჩანს, კლუბი ორივეს შეუთანხმდება. "ინტერი" თითოეულ მათგანს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს", - წერს საიტი.

როგორც ჩანს, ბაქოს "ინტერი" ისევ "ქართულ" გუნდად რჩება - გუნდს ზაურ სვანაძე თავკაცობს, "ინტერში" დარჩა გიორგი ლომაია, დაემატნენ ლაშა კასრაძე (აზალ) და ნიკა კვეკვესკირი (გორის "დილა").

33 წლის ხიზანიშვილს შოტლანდიურ "დანდიში" და "რეინჯერსში",
ინგლისურ "ბლექბერნში", "ნიუკასლში" და "რედინგში" უთამაშია. თურქულ "ქაისერიში" თამაშის შემდეგ, ხიზანიშვილი თბილისის "დინამოში" 2014 წელს დაბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული