შოთა არველაძე: მომდევნო სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება

AutoSharing Option
შოთა არველაძე თურქეთში კვლავ ყურადღების ცენტრშია. ახლახან ქართველი სპეციალისტი ტელეგადაცემაში იყო მიწვეული, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ "გალათასარაი" გახდება ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვაზე პასუხია:

"ჯერჯერობით არ მაქვს გეგმა მომავალ სეზონზე. აქამდე არ მიმიღია არც ერთი წინადადება და არც ვიცი, რა სამსახურს შემომთავაზებენ. ჩემი სურვილია ისევ თურქეთში მუშაობა.

თავს ენერგიულად ვგრძნობ. მზად ვარ, ახალი საქმე დიდი მონდომებით დავიწყო. მინდა, რომ ეს ახალი სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ოფიციალური
შეთავაზება არავისგან მიმიღია", - თქვა შოთამ. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ტელეარხ Sport5-ის ცნობით, თელ-ავივის "მაკაბის" სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი გუნდის თავკაცად შოთა არველაძეს იწვევს.

ასევე ხშირად ლაპარაკობენ შოთას "ქაისერიში" შესაძლო დაბრუნებაზე. ეს გუნდი თურქულ სუპერლიგაში დაბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული