აპრილის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
გთავაზობთ აპრილის თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს, ჩვენი საიტის ვერსიით.

8 ქულით გაიმარჯვა არნემის "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. სულ ერთი ქულით ჩამორჩა მას "ორჰუსის" 26 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე, მესამე "დნიპროს" 29 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავაა.

პირველი ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), 22 წლის - 4 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი

არნემის "ვიტესს" წარმატებული თვე ჰქონდა, გუნდი თამაშს თამაშზე იგებდა, ხოლო ქართველი ნახევარმცველი გუნდში ცენტრალური ფიგურა გახდა. "დორდრეხტთან" მატჩში ჩვენებურმა დუბლი გაახერხა.

მეორე ადგილი
მათე ვაწაძე - ორჰუსი (დანია),
26 წლის - 6 თამაში, 5 გოლი

ვაწაძე სუპერპროდუქტიულია, "ორჰუსმა" თითქმის გაინაღდა ელიტაში დაბრუნება, ქართველი ფორვარდი კი 18 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

მესამე ადგილი
ჯაბა კანკავა - დნიპრო (უკრიანა), 29 წლის - 4 თამაში

ჯაბა კანკავა "დნიპროსთან" ერთად ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა, ორი მატჩის ჯამში უკრაინელებმა "ბრიუგეს" აჯობეს.

ნომინანტთა შორის იყვნენ დასახელებულნი: გურამ კაშია (ვიტესი), ირაკლი სირბილაძე (კუპს) და ჯაბა ლიპარტია (ზორია).

17 გოლი და 3 დებიუტი
აპრილის თვეში ქართული ლეგიონის ანგარიშზე 17 გოლია (13 მარტში). ყველაზე მეტი გოლი ვაწაძის ანგარიშზეა - 5, შემდეგ მოდიან სირბილაძე და მამუკა ტორონჯაძე (სუდუროი, ფარერის კუნძულები) - 3-3.

აპრილში სამი ქართველი ლეგიონერის დებიუტი შედგა: მამუკა ტორონჯაძემ და ვალერი იობაშვილმა თამაში "სუდუროიში" დაიწყეს, ხოლო გიორგი გადრანმა - ოდესის "ჩერნომორეცში". გადრანის დებიუტი კიევის "დინამოსთან" მატჩში შედგა.

გთავაზობთ 2015 წლის თვეების გამარჯვებულებს:

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე

თებერვალი
1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.

მარტი
1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე

ასევე იხილეთ:
მარტის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ის ვერსიით
თებერვლის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული