ალექს მაკლიში: თორნიკე ოქრიაშვილს არაფრისგან შეუძლია მომენტის შექმნა [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერლიგაში "გენკი" შინ 0:1 დამარცხდა "ანდერლეხტთან". თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მე-18 წუთზე ჩვენებურმა მარჯვენა ფლანგიდან თომას ბუფელს დიდებული პასი მისცა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ გამოიყენა მომენტი, მანამდე თანაგუნდელებმა არ მიაწოდეს ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

29-ე წუთზე ის "ანდერლეხტის" კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა ამას ვერ მიაღწია და შელაპარაკებისთვის მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შედეგად, 28 თებერვალს "ლიერსთან" გასვლაზე ქართველი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.

"გენკი" 43 ქულით მეშვიდეა და ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვის. თორნიკე ოქრიაშვილმა 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"ოქრიაშვილი უკეთ
თამაშობს, ვიდრე გასულ თვეებში, მაგრამ წინა ხაზზე მბოიოს არყოფნა ძალიან დაგვეტყო. ბოლოსკენ ოქრიაშვილის იმედზე ვიყავი, მას შეუძლია მომენტის შექმნა არაფრისგან", - განაცხადა "გენკის" თავკაცმა ალექს მაკლიშმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ბიჭის კარგი თამაში ყოველთვის გამეხარდება, რადგან ვთვლი, რომ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ყველაზე ნიჭიერია, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც მას შეუძლია.კარგი პასია, მაგრამ ძალიან დიდოსტატური, სუპერი, მე აქ ვერ დავინახე. ისე კარგია მაკლიშის კეთილგანწყობა, რომ აქვს.
0
ადმინ ვიდეო რომ ცანდეს კარგი იქნება
ვიღაცა
08:43 24-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული