საბა კვირკველია: მოსკოვის "დინამოს" ინტერესის შესახებ პრესაში წავიკითხე

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველ ფეხბურთელს, საბა კვირკველიას მოსკოვის "დინამოსგან" შეთავაზება ტრანსფერთან დაკავშირებით არ მიუღია.

ამის შესახებ კვირკველიამ itar-tass.com-ის კორესპონდენტს განუცხადა.

"დინამოს" ინტერესის შესახებ პრესაში წავიკითხე, თუმცა არც "რუბინისა" და არც "დინამოს" წარმომადგენლებს ჩემთვის არ მოუმართავთ. ამიტომ ახლა მხოლოდ ყაზანურ გუნდზე ვფიქრობ. ხოლო, თუ კონკრეტული წინადადება წამოვა, დავფიქრდები", - თქვა კვირკველიამ.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა გურამ აჯოევმა.

"ინფორმაცია, რომ "დინამო" საბა კვირკველიას ტრანსფერთან დაკავშირებით "რუბინთან" მოლაპარაკებას მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა აჯოევმა championat.com-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამომ" ყაზანის "რუბინს" კვირკველიას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

საქართველოს ნაკრების მცველი ყაზანში 2011 წლის ზაფხულში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" გადავიდა. იმ დროს კვირკველია "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

აქვე გეტყვით, რომ კვირკველია საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა არავითარი მოსკოვის დინამო,ევროპისკენ საბა ევროპისკენ....
დათო
00:10 15-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული