ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იტალიური მედია: რომან ჭანტურია "ემპოლის" გეგმებში არ შედის

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ემპოლი" სერია A-დან სერია B-ში გავარდა, ქართველი ფორვარდი რომან ჭანტურია გუნდის გეგმებში არ შედის.

ამჟამად ჭანტურია გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ხოლო კლუბის მესვეურები ცდილობენ, მისთვის შესაფერისი გუნდი გამოძებნონ.

მედიის ინფორმაციით, ჭანტურიას მომავალი გუნდი ლეგა პრო-ს წარმომადგენელი და დიდი ალბათობით, ტოსკანის მხარიდან უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ არ არის გამორიცხული, "ემპოლი" ლევან მჭედლიძემაც დატოვოს. მჭედლიძე ამჟამად ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის.