ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე სერია B-ში დაქვეითებულ "ემპოლიში" რჩება?

AutoSharing Option
"ემპოლი" ლევან მჭედლიძის გაყიდვას აღარ აპირებს.

ამის თაობაზე ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ ტოსკანური კლუბის ხელმძღვანელები. მათ უნდათ, რომ 27 წლის ქართველი, რომელსაც "ბოლონიაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, გუნდში დარჩეს და სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს.

"ემპოლიში" აცხადებენ იმასაც, რომ მჭედლიძის ჯანმრთელობას სამედიცინო შტაბი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, რათა აღარ განმეორდეს გასული სეზონის და, საერთოდ, ბოლო წლების რეციდივი, როცა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ძალიან ხშირად ტრავმიანობდა და ეს ეროვნულ გუნდსაც აზარალებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"