სავარაუდო ტრანსფერი: წავა გურამ კაშია "ვიტესიდან" პრაღის "სპარტაში"?

AutoSharing Option
პრაღის "სპარტა" სატრანსფეროდ გურამ კაშიას კანდიდატურას განიხილავს. ამის თაობაზე იტალიური calciomercatoweb.com წერს.

პრაღელები ცენტრალურ მცველს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად, თურმე, საქართველოს ნაკრების 30 წლის უკანახაზელი ჰყავთ შეგულებული.

ჩეხური კლუბისთვის მთავარი კანდიდატურა "უდინეზეს" ფრანგი უკანახაზელი თომას ეტროა. ჩეხებმა ამ ფეხბურთელთან ყველაფერი გაარკვიეს, ოღონდ, ეგ არის, ჯერ "უდინეზესგან" არ ისმის პასუხი. განხილვის სტადიაშია ასევე ინგლისური "უოტფორდის" ურუგვაელი მცველის, მიგელ ბრიტოსის კანდიდატურაც. ეს უკანასკნელი თავის დროზე "ნაპოლიშიც" ირჯებო
და.

ძალზე ძნელად სავარაუდოა, რომ კაშიამ "ვიტესი" დატოვოს. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო და არნემულ კლუბთან ერთად ევროპალიგაზე ითამაშებს. დავამატოთ ამას ისიც, რომ კაშია იდეალურად შეეთვისა ამ გუნდს და გულშემატკივრებისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, საკულტო ფეხბურთელადაც იქცა. ასეთ ვითარებაში კი წასვლა რთულია...

თუმცა, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
vitess wels didi gegmebiaq da kashia ki tilismasavitaa vitesistvis,arc bavshvi agaraa da mis momavalsac vitess ukavshirebs tamashis merec,aserom yovelgvar logikas moklebuli temaa
euhhh
15:10 11-07-2017
0
სისულელეა, არც განიხილება საერთოდ.
giga
13:33 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული