ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძეს "ემპოლის" განრისხებული ფანები თავს დაესხნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ემპოლი" შინ "სასუოლოსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა, მასპინძელი გუნდის განრისხებული ქომაგები ლევან მჭედლიძეს თავს დაესხნენ.

"ემპოლიმ" ქართველი ფორვარდის გარეშე მორიგი მატჩი წააგო და ახლა გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს, ამ ყველაფერმა კი კლუბის გულშემატკივარი ძალიან გააღიზიანა. იტალიური მედიის ცნობით, თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონის სიახლოვეს გულშემატკივარი შედეგებს აპროტესტებდა, როდესაც მჭედლიძემ ავტომობილით გაიარა.

იტალიური მედიის ცნობით, უსიამოვნო შეძახილების გაგონების შემდეგ მჭედლიძემ ავტომობილი გააჩერა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა ეს ყველაფერი მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა - გულშემატკივართა
ნაწილი მჭედლიძეს იცავდა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფორვარდს ზურგშიც ჩაარტყეს, საბოლოოდ კი, მჭედლიძე შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გააცილა.

აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელმა მისთვის ფიზიკური შეუარცხყოფის მიყენების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში უარყო.

"ყველაფერი რიგზეა. მე დარტყმა არ მიმიღია", - დაწერა მჭედლიძემ.