ქართველმა შემტევმა თავისი ყოფილი გუნდის - "იაგელონიის" წინააღმდეგ თამაში "გურნიკის" სასტარტოში დაიწყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს. ცნობისთვის, მასპინძლებმა ხუთიდან სამი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.
ლენჩნას "გურნიკს" 18 ქულა აქვს და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილიში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.