გიორგი ლორიამ "კრილიას" საკონტროლო მატჩში პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამარის "კრილია სოვეტოვთან" ერთად თურქულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ საკონტროლო მატჩში პენალტი მოიგერია.

2 თებერვალს, ბელეკში გამართულ შეხვედრაში რუსეთის პრემიერლიგის გუნდი ბოსნიურ "ჟელეზნიჩარს" დაუპირისპირდა.

თამაშში გოლი არ გასულა - ფრე 0:0, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ლორიას მიუძღვის. ქართველმა მეკარემ, რომელიც "კრილიას" კარს პირველ ტაიმში იცავდა, 36-ე წუთზე 11-მეტრიანი მოიგერია.

ლორიას გუნდი თურქულ შეკრებაზე მორიგ სპარინგ-მატჩებს 6 თებერვალს გეგმევს: დილით სომხურ "ალაშკერტს" შეხვდება, საღამოს კი - მოლდოვურ "შერიფს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი პენალის აგება რას ქვია.იმას კიდე მოხვდა
beqa
15:20 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული