Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს

AutoSharing Option
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარე გიორგი ლორია "ანორთოსისს" დატოვებს. Geo Team-ი კი იტყობინება, რომ, შესაძლოა, ლორია მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2005-14 წლებში იცავდა:

"დინამო თბილისი" აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დამატებაზე.
იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას "ანორთოსისიდან" წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია.

გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოქრიაშვილზე ვინმემ რამე იცით დაწერეთ, გაგრაში ერთი ითამაშა და გაქრა. დინამოს პატრონებისთვის რომ გეკითხათ ქართველ ლეგიონერებს საქართველოში თამაში არ უნდათო. კაცი საქართველოშია და დინამოსთვის საინტერესო არ არის? ლიგაზე მაგრად წაადგებოდა თან მაყურებელიც ივლიდა დინამოს თამაშებზე...
qomagi
16:16 23-05-2023
0
რაღა დრო ლორიაა ბარემ დევიდ სიმენი მოიყვანეთ
კიოლნი
18:30 19-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული