შეუჩერებელი კაჭარავა - ნიკამ ისევ გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
22 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში მორიგი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც საგოლე გადაცემაც მიითვალა. კაჭარავას გუნდმა ეთნიკოსის "ახნასმა" "აელს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ნიკამ მატჩის მე-18 წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, 14 წუთში კი თავადაც გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გია გრიგალავაც, რომელმაც 52 წუთი ითამაშა, არ უთამაშია გიორგი ილურიძეს.

18 ქულით "ახნასი" სატურნირო ცხრილში მეათეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე რასაც ვუყურებ სანაკრებო კაცია.როგორც დიდი თამაშობს ეზოში ბავშვებში ისე იქცევა.მაგი და მჭედლიძე კარგი დუეტი იქნება
mamuka
19:58 23-12-2016
0
ნიკა გილოცავ გასულ წმინდა ნიკოლოზის დღეასწაულს, დაესწარი მრავალს და გისურვებ ყველგან და ყოველთვის შეგეწიოს მისი მადლი და სულ გამარჯვებებით გატაროს. გოლთა სიმრავლე არ მოგაკლოს უფალმა.
gizog
12:37 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული