ირლანდიური მედია: კაშიამ ბრეიდი ენის გადაყლაპვისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს და ირლანდიის ნაკრებების მატჩის დროს, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში საბა კვირკველიასა და რობი ბრეიდს შორის შეჯახება მოხდა. შეჯახების შემდეგ კვირკველიამ თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო, ბრეიდს კი მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ირლანდიური საიტი Independent.ie ამ მომენტს გამოეხმაურა და ქართველთა კაპიტანი გურამ კაშია შეაქო - რომ არა ის, ბრეიდი სერიოზულ ტრავმას მიიღებდაო...

"პატარა ჟესტი, რომელიც ბრძოლის ველზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა - კვირკველიასა და ბრეიდის შეჯახებისას, მოედანზე სამედიცინო პერსონალის გამოჩენამდე, ბრეიდს პირველადი დახმარება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა
გურამ კაშიამ აღმოუჩინა, რომელმაც ირლანდიელი ენის გადაყლაპვისგან იხსნა", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ მსგავს სიტუაციაში ადრე ჯაბა კანკავაც აღმოჩნდა, რომელმაც პირველადი დახმარება "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" მატჩში ოლეგ გუსევს აღმოუჩინა.

- ჯაბა კანკავამ მოედანზე ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა

მკითხველის კომენტარები / 9 /
დიდი ეჭვი მაქვს შენ ვერაფერში ვერ გამოდგები;
mumus
22:52 09-10-2016
0
ოფიციალურ განაცხადებში კვერკველია წერია და კვირკველია როგორ არის?
კვერკველია
13:04 08-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული