ირლანდია VS საქართველო - დროა, ეს ისტორია დასრულდეს

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, დუბლინის "ავივაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგფუში მეორე მატჩს გამართავს. შეხვედრა "ავივა სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- მუნდიალი 2018. შესარჩევი. II ტურის წინ: ჩვენი ჯგუფის ფავორიტები ავსტრიაში იკრიბებიან

ჯგუფის პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში 1:2 დათმო ავსტრიასთან. ირლანდიის მერე უელსთან კიდევ ერთი გასვლითი მატჩი გველის და თუ გვინდა, რომ შესარჩევ ციკლში სატურნირო მოტივაცია შეგვრჩ
ეს, აუცილებლად წარმატებით უნდა ვითამაშოთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან.

მაგრამ, ცხადია, ეს იოლი საქმე არ იქნება. ქართველთა და ირლანდიელთა საფეხბურთო ურთიერთობას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ "სამყურებმა" აქამდე ყველა თამაში მოგვიგეს...

დანაკლისს მაინც ვერ ავცდით
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვგონებთ, ოპტიმალური შემადგენლობით არც არასდროს უთამაშია და გამონაკლისი არც ირლანდიასთან დღევანდელი მატჩი იქნება. ადრევე ვიცოდით, რომ ტრავმებისა თუ სათამაშო კონდიციებში არყოფნის გამო დაგვაკლდებოდნენ ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ლევან ყენია, ნიკა კვეკვესკირი და ოთარ მარცვალაძე. 5 ოქტომბერს კი გაირკვა, ამ კვინტეტს თბილისის "დინამოს" მცველი უჩა ლობჟანიძე და ოდესის "ჩერნომორეცის" უკანახაზელი დავით ხოჭოლავაც დაემატნენ.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ეს ფეხბურთელები დარჩნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

და კიდევ ერთი გადაწყვეტილი ამბავიც - საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან მატჩში არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია უკაპიტნებს.

ირლანდიელთა პრობლემები ჩვენი შანსია
ირლანდიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ დიდი პრობლემები შეექმნა. თავად განსაჯეთ: თუ ბრიტანულ პრესას ვენდობით, საქართველოსთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კეირონ ვესტვუდი, ენტონი პილკინგტონი, სტივენ ქუინი და დერილ მერფი.

ირლანდიური მედიის ცნობით, საქართველოსთან მატჩში ამ ოთხი ფეხბურთელის მინდორზე გასვლა გამორიცხულია.

ირლანდიის ნაკრების ლაზარეთში არიან ასევე ეიდენ მაკგიდი, კევინ დოილი და ჰარი არტერი. დიდი შანსია, საქართველოსა და მოლდოვასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები მათაც გამოტოვონ.

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა სანაკრებო სიას დაამატა "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის მეკარე იან ლოულორი და შოტლანდიური "აბერდინის" ფორვარდი ადამ რუნი.

მთლიანობაში, ირლანდიელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი), დენი როჯერსი (ფალკირკი, შოტლანდია), იან ლოულორი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

მცველები: საიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), საირუს კრისტი (დერბი, ინგლისი), რიჩარდ კეფი (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), შეინ დაფი (ბლექბერნი, ინგლისი), კირან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), მარკ უილსონი (დამბარტონი, შოტლანდია), სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკ სიტი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), სტივენ კეინი (რედინგი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალ სიტი, ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი (ბარნსლი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), იუნან ოკეინი (ლიდსი, ინგლისი), სტივენ გლისონი (ბირმინგემი, ინგლისი), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), უესლი ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯონი ჰეისი (აბერდინი, შოტლანდია);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ადამ რუნი (აბერდინი, შოტლანდია).

წინასამატჩო პრესკონფერენცია
ვლადიმირ ვაისი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გურამ კაშიასთან ერთად წარდგა:

ვლადიმირ ვაისი:
- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან აქამდე გამართული ყველა მატჩი წააგო და დროა, ეს ისტორია დასრულდეს. სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე და ახლა მინდა, იგივე გავაკეთო საქართველოს ნაკრებთან ერთად...

როცა სლოვაკეთის ნაკრებში დავიწყე მუშაობა, იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო, როგორიც დღეს არის საქართველოს ნაკრებში. ჩვენ დღითიდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.

როცა საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, ვნახე ამ გუნდის ბევრი თამაში, ვნახე ბევრი უიღბლო მარცხი. არადა, გუნდში დიდი პოტენციალია, ბევრი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი. ხანდახან ისინი უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს თანდათან, სწორი მუშაობით უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის...

გურამ კაშია:
- თუ გავაანალიზებთ ირლანდიასთან ადრე წაგებულ მატჩებს, მივხვდებით: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ორთაბრძოლებისას და ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. წინა ხაზში ისეთი შემსრულებლები გვყავს, საგოლე შანსები აუცილებლად გვექნება.

მარტინ ონილი:
- ჯეიმს მაკარტის ბოლო მატჩები არ უთამაშია "ევერტონის" შემადგენლობაში, მაგრამ ახლა საქმე კარგადაა. ის ამბობს, რომ არაფერი აწუხებს და მეც ვამჩნევ, რომ თავს კარგად გრძნობს. მან მითხრა, რომ აუცილებლად ითამაშებს საქართველოსთან, თუ მე მასზე შევაჩერებ არჩევანს...

...ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებთ. საერთოდ, ნებისმიერმა სანაკრებო მწვრთნელმა ასე უნდა გააკეთოს, რადგან მას ფეხბურთელთან ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში აქვს ურთიერთობა...

...ჩვენ ტრავმები გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ - სხვადასხვა დროს გვაკლდნენ ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან საიმუს კოულმენი და ჯონ უოლტერსი, მაგრამ ფონს მათ გარეშე გავდიოდით. ბევრ ფეხბურთელს მიეცემა შანსი. რთული თამაში გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ!..

აპლოდისმენტები ვაკოსთვის...
საინტერესო წერილს აქვეყნებს ირლანდიური Independent.ie. საინფორმაციო საშუალება მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი "ავივაზე" მისული გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტებს იმსახურებს.

"უახლოესი თამაშის წინ, როცა სტადიონის დიქტორი ვაკო ყაზაიშვილის სახელს და გვარს გამოაცხადებს, ძნელი წარმოსადგენია, გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეეგებონ, არადა, ის იმსახურებს სამადლობელ აპლოდისმენტებს. ყაზაიშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრებს თბილისში გამარჯვების გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრები გაემგზავრა", - წერს საიტი.

ვინ განგვსჯის?
ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა დუბლინურ მატჩს ფრანგი რეფერი ტონი შაპრონი განსჯის. მას დაეხმარებიან მიშელ ანო და ერიკ დანიზანი. მეოთხე მსაჯი ნიკოლა რეინვილი იქნება.

ხუმრობით, მაგრამ მაინც: ფრანგებსა და ირლანდიელებს ერთმანეთი ძალიან არ უყვართ ტიერი ანრის ცნობილი ეპიზოდის შემდეგ, რომლის დაწვრილებით განხილვასაც აქ აღარ შევუდგებით.

შაპრონმა მსაჯობა 1996 წელს, სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო. ის ახლაა 44 წლისაა. საერთაშორისო შეხვედრებზე კი 2007 წლიდან მსაჯობს.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 1 1 0 0 4-0 3
2. ავსტრია 1 1 0 0 2-1 3
3. სერბეთი 1 0 1 0 2-2 1
4. ირლანდია 1 0 1 0 2-2 1
5. საქართველო 1 0 0 1 1-2 0
6. მოლდოვა 1 0 0 1 0-4 0

6 ოქტომბერი
ირლანდია-საქართველო 22:45
ავსტრია-უელსი 22:45
მოლდოვა-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო 20:00
მოლდოვა-ირლანდია 22:45
სერბეთი-ავსტრია 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
მინიმუმ ჰანდიკაპით წავაგებთ
რეზო
20:46 06-10-2016
0
საქართველოს ნაკრებმა უნდა ცადოს და ბურთი უნდა დაიჭიროს, ასეთ შემთხვევაში ირლანდიის ნაკრებს თავისი მიზნის მიღწევა გაუჭირდება, ამ თამაშში ნახევარმცველებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნახევარდაცვაში მცველები კი არ უნდა ათამაშონ ან ბურთის მომგერიებლები, ერთი გამოკვეთილად ჩამშლელი და მეორე ბურთის დამჭერი უნდა იყოს ასეთები ჩვენ ნაკრებში ბევრი არა მაგრამ საბედნიეროდ არიან.მაქსიმალურად თამამი თამაშია საჭირო რომ ირლანდიის ნაკრებმა იგრძნოს რომ ტურისტები არ ჩამოსულან ჩვენთან სათამაშოდო.
bebeto
17:20 06-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული