დავით სხირტლაძე: ტექნიკური ფეხბურთით ირლანდიის დამარცხებაც შეგვიძლია და უელსისაც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა დავით სხირტლაძემ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად დუბლინში ემზადება მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.

დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელის აზრით, საქართველოს ნაკრებს, ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ირლანდიის დამარცხებაც შეუძლია და უელსისაც.

"ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა შეუძლია ირლანდიას და განსაკუთრებით - უელსს. უელსი ნახევარფინალში გავიდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ შეგვიძლია, რომ ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობოთ.

რა თქმა უნდა, ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლაში ტოლი არ უნდა დავუდოთ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ალბათ შეგვიძლია, რომ დავამარცხოთ ორივე გუნდი და ამას შევეცდებით.

კარგად
ვგრძნობ თავს ახალ გუნდში. რა თქმა უნდა გოლის გატანა გეხმარება, რომ უკეთესად შეხვდე სანაკრებო თამაშებს. გუნდში ურთიერთგაგება გვაქვს მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ბიჭთან ერთად მითამაშია აქამდეც და ნამდვილად მზად ვარ თამაშისთვის.

ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს ამ მატჩებისთვის, ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ოცდახუთნი. ყველას აქვს რეალური შანსი, რომ ითამაშოს და მართლა დაეხმაროს ნაკრებს. ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომა და შეცვლა არ იქნება პრობლემა", - განაცხადა დავით სხირტლაძემ.

ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობას ვლადიმირ ვაისი დღეს გამოაცხადებს. ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი "ავივა სთედიუმზე" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აახვიეთ ცინიზმით სავსე კრიტიკოსებმა!!
saqartvelostvis!
18:50 05-10-2016
0
ისე გულშემატკივრებს მოგება გვინდა ყოველთვის როგორც ფეხბურთელებს, მაგრამ, რეალურად საქართველოში მხოლოდ 2 სტადიონია სადაც საერთაშორისო მატჩების გამართვა შეიძლება,ბაზებზე და ბავშვების აკადემიებზე რო აღარაფერი ვთქვათ,ფეხბურთისთვის ჯერ რაღაც უნდა გაკეთდეს და მერე უნდა დაველოდოთ შედეგს ალბათ,გულშემატკივარს კი შედეგი უნდა ყოველთვის და მართლებიც არიან.
bebeto
14:57 05-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული