ირლანდიური მედია: ვაკო ყაზაიშვილი ჩვენი ქომაგის აპლოდისმენტებს იმსახურებს

AutoSharing Option
ირლანდიურმა საიტმა independent.ie-მ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურს, სადაც ირლანდიელთა მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება, ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ირლანდიელებმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის მიერ შოტლანდიის კარში გატანილი გოლი გაიხსენეს.

"ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩისას, როცა სტადიონზე ვაკო ყაზაიშვილს სახელს და გვარს გამოაცხადებენ, ნაკლებად სავარაუდოა გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეეგებონ, მაგრამ მადლობის ნიშნად ის ნამდვილად იმსახურებს ირლანდიელებისგან ამ აპლოდისმენტებს. ყაზაიშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ,
ირლანდიელები გავემგზავრეთ", - წერს საიტი.

ირლანდიისა და საქართველოს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული