სამწუხაროდ, ვერა - ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს ვერც ირლანდია-უელსთან დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ეროვნულ გუნდს ვერც მომდევნო ორ მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, 6 ოქტომბერს, დუბლინში, ირლანდიას დაუპირისპირდება, 9-ში კარდიფში კი - უელსს.

ფრანგული "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს ავსტრიასთან 5 სექტემბერს ჩატარებულ თბილისურ შეხვედრაშიც გამოაკლდა, უარის მიზეზად ცუდ სათამაშო ფორმაში ყოფნას ასახელებს.

"სამწუხაროდ, არ ვარ სათამაშოდ მზად. გამეწელა ფორმაში შესვლის პროცესი. არც "რეიმსთან" ერთად ვვარჯიშობ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვიტვირთები", - უთხრა 30 წლის ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოს".

ჯაბა
კანკავას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 7 გოლია.

ჯაბა კანკავასთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ გიკვირთ კანკავაზე უარყოფითად რომ საურბობენ კაცი ნაკრების კაპიტანია დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ხალხს რაღაც უნდა გაგვაგებინოს. არ ვართ ღირსები ვიცოდეთ რა არის რეალური მიზეზი? რატომ არ ჩამოდის ნაკრებში ?
kika
09:45 24-09-2016
0
შეეშვით რა კანკავას,ვინ ვინ და ეგ მაინც თავს არასოდეს იზოგავს,აარ გვინდა ლაფის სროლა.
სოსო
23:53 23-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული