ონილის გასაჭირი - საქართველოსთან ირლანდიას სამი ნახევარმცველი დააკლდება?

AutoSharing Option
6 ოქტომბერს დუბლინში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქის ბანაკში საკადრო პრობლემებია, რომელთა შესახებაც თანამიმდევრობით ვისაუბროთ.

ირლანდიელებს განსაკუთრებით აშფოთებთ რობი ბრეიდის არყოფნა. ის ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ბრეიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიაში აღიზარდა, შემდგომ თამაშობდა "ჰალში", ახლა კი "ნორვიჩის" გამორჩეული ფეხბურთელია. ბრეიდიმ თითქოს მოირჩინა ტრავმა და გუნდსაც დაუბრუნდა, მაგრამ ნატკენი გაუმიზეზდა და საეჭვოა, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრებთან დუბლინში.

Sportall.Ge

24 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ირლანდიელთა დამრიგებლის, მარტინ ონილის ტაქტიკურ სქემებში. ბრეიდიზე მწვრთნელი ხაზგასმით აღნიშნავს,
რომ მის გარეშე ირლანდიის ამ ფორმაციის ნაკრების წარმოდგენა ძალიან ძნელია.

ბრეიდი ირლანდიის უპირველესი გუნდის სამსახურში 2012 წლიდან დგას და 27 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო.

ასევე საეჭვოა დაშავებული დარენ გიბსონის თამაში. "ევერტონის" 28 წლის ნახევარმცველიც, ბრეიდის მსგავსად, "მანჩესტერის" საფეხბურთო აკადემიაში აღიზარდა და არაერთი მატჩიც ჩაუტარებია ამ გუნდში.

Sportall.Ge

სხვადასხვა დროს გიბსონს უთამაშია ბელგიურ "ანტვერპენსა" და "ვულვზში". ისიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ირლანდიელებისთვის - ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან იწვევენ და ნაკრებში 27 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).

საქართველოს ნაკრებთან ირლანდიას შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს - ევერტონელი ჯეიმს მაკარტი. ის 25 წლისაა და, ბრეიდისა არ იყოს, ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება,

მაკარტი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 39 მატჩია. როცა ჯანმრთელადაა, მუდამ ირლანდიის ნაკრების ძირითადშია, მას მინდვრის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს გაწევა შეუძლია.

Sportall.Ge

ეს სამი მოთამაშე, რომელიც, შესაძლოა, ირლანდიის ნაკრებს დააკლდეს, ამპლუით ნახევარმცველია, ასე რომ, ეს თუ მოხდა, მარტინ ონილს საქმე გვარიანად გაურთულდება შუა ხაზში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საწყალი ირლანდიელები, შემცვლელები აღარ ჰყავთ ალბათ! მოდით მიწაზე დავეშვათ რაა! იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რომ ბარე ორ ნაკრებს გააკეთებენ. ეს ერთი ჩვეულებრივი ხრიკია და მეტი არაფერი. იციან ჩვენი ხასიათი.
levani kaxeti
16:48 23-09-2016
0
ახლა ჩვენ გაზრდილ შანსებზე მოგვიყევით:)))
შოკირებული გულშემატკივარი
14:02 23-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული