ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" მცველის განცხადება ეროვნული ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით დღეს, 9 სექტემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს. ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება. მან გადაწყვიტა, დაასრულოს სანაკრებო კარიერა, თუმცა რჩება ნაკრების გულშემატკივრად და ახლა უკვე ქომაგთა რიგებიდან გაამხნევებს ჩვენს ბიჭებს.

დიდი მადლობა მას ნაკრებში თამაშ
ისთვის და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება ჩვენთან ერთად ქართულ ფეხბურთში და თავის როლს შეასრულებს მის განვითარებაში", - ციტირებს კობიაშვილს სფფ-ის ოფიციალური საიტი.

თბილისის "დინამოს" 34 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში, რომლის ღირსებას 19 წლის ასაკიდან იცავდა, 49 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ოთხი გოლია. ბოლოს ალეკომ საქართველოს ნაკრებში ავსტრიის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში (1:2) ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული