საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ავსტრიასთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში პირველი შეხვედრა ავსტრიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებშივე რამდენჯერმე დაემუქრნენ გიორგი ლორიას კარს, მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. სტანდარტის შემდეგ, დავიდ ალაბამ ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდა, მარტინ ჰინტერეგერმა კი ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, თავით ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.

ვლადიმირ ვაისის გუნდს გათანაბრება ათ წუთში, ანალოგიურ სიტუაციაში შეეძლო. საჯარიმოს მოწოდების შემდეგ ალეკო ამისულაშვილი ახლო მანძილიდან ძლიერი და
ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

ამის შემდეგ, 30-ე და 34-ე წუთებზე, გატანის მშვენიერი შანსი ჯერ ჯაბა ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჯანო ანანიძემ.

შესვენებამდე ლორიას კარში მეორე გოლი გავიდა. 42-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, უმეთვალყურეოდ მყოფმა მარკ იანკომ თავით აუღელვებლად გაიტანა - 0:2

მეორე ტაიმის დასაწყისში იანკოს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ერთი-ერთზე გიორგი ლორიას მარტივ ვითარებაში ვერ აჯობა.

65-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის თავურის შემდეგ ავსტრიელთა კარი ძელმა იხსნა, ოთხი წუთის შემდეგ კი ჯანომ ააცილა კარს მცირე მანძილით.

ჯანო ანანიძემ მიზანი 78-ე წუთზე გაასწორა და შორეული, უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შტურმი მოუწყო და რამდენიმეჯერ მწვავედაც დაემუქრა მის კარს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შესარჩევი მარცხით დაიწო. მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ლობჟანიძე (84, ჭანტურია), კვირკველია, ამისულაშვილი (76, ოქრიაშვილი), ნავალოვსკი, კაშია, დაუშვილი, ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63, სხირტლაძე).

თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური 93 მატჩში მოურგია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 62 /
C..getanxmebi zmao.nxevarmcvelebma burti ver daichires ver gaanawiles ver gadawyvites ra eqnat erterti liderebi amashi arian kvekvesqiri ananizes dueti.sircxvilia es.ar cxvenia vaiss amis shemyure an tavidan ar uyureben ganxilvas ar uketeben kashia daushvilis dueti mainteresebs erti rogor sheapaseben..mara sheeapasa ukve vaisma rac davavale shemisrulao da erti gaazrebuli pasi ar gauketebia sircxvilia es meti araferi
Amera
14:35 06-09-2016
0
ნაკრები ციდან ვარსკვლავებს რომ არ წყვეტს ყველამ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცხადაძე რომ ყოფილიყო მინიმუმ ფრე იქნებოდა,რაღა დინამოს მწვრთნელი და რაღა ვაისი
ალეკსანდრე
14:23 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული