საქართველოს ნაკრები: ლევან მჭედლიძემ ვერ ივარჯიშა, მათე ვაწაძე ადგილზეა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან მჭედლიძე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებას აგრძელებს.

ეროვნულ გუნდს შეუერთდა დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე, ვინც მომავალ სეზონს ამ ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაატარებს ("ორჰუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა).

ამრიგად, კახა ცხადაძის განკარგულებაში უკვე ყველა ის ფეხბურთელია, რომლებიც მან უკრაინასთან ამხანაგური და პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩებისთვის შეიგულა.

გუშინდელი ვარჯიში ტრავმის გამო გააცდინა "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ. თუ რა სირთულისაა ტრავმა, დღეს გაირკვევა. არადა, მჭედლიძე შესანიშნავ ფორმაშია.

დღეს საღამოს საქართველოს ნაკრები ლინცში ივარჯიშებს, სადაც 9 ივნისს ამხანაგურ მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
გახოკიძე მაგაზე უიღბლო იყო მგონი
giorgi
14:39 08-06-2015
0
ნაკრებს ლევანის გარეშე ძალიან გაუჭირდება. იქნებ დაწეროთ რა ტრავმა აქვს ასეთი მოურჩენელი. დალეწილ რაგბისტებს აწყობენ თავიდან და ფეხბურთელის მორჩენა რატომ არის ასეთი პრობლემა?
გუჯა კახაძე
12:42 08-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული