საქართველოს ნაკრები: ტრავმის გამო გუნდს ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს თბილისის "დინამოს" წევრი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა და შეკრება დატოვა. ამ დროისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

6 ივნისს გამართულ ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების დებიუტანტებმა და შეკრებაზე პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა ბაჩანა არაბულმა, გიორგი არაბიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ელგუჯა ლობჯანიძემ და ჯიმი ტაბიძემ ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან და ვიცე-კაპიტნისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", სკოპიე, მაკედონია)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე კიარა მესამე არხზე აჩვენონ უფრო ვერ დავინახავთ ჩვენ საცოდაობას.
gode
09:44 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული