[მეტოქე სერბეთის ნაკრები] თბილისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
ცოტაც და, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ჩვენი მეტოქის ორმა ლიდერმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა და ნემანია მატიჩმა მომავალ თამაშზე ილაპარაკეს.

ამასთან, სერბთა სანაკრებო სიაში ცვლილება მოხდა - "კოპენჰაგენის" შემტევი ანდრია პავლოვიჩი "ბრაგას" ფორვარდმა ნიკოლა სტოიკოვიჩმა შეცვალა.

"ჩვენ მოვახერხეთ მოლდოვაში გამარჯვების მოპოვება და, რა თქმა უნდა, აუცილებლად იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოშიც.

ფაქტია, რომ თბილისში იოლი თამაში არ გვექნება. არ მინ
და, ვთქვა, რომ ფავორიტები ვართ, რადგან იყო შემთხვევები, როცა ასეთმა მიდგომამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. აუცილებლად გვექნება საგოლე შანსები და ისინი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - თქვა ივანოვიჩმა.

"არცერთ მოწინააღმდეგესთან არ უნდა ითამაშო ერთ ქულაზე. ასე, უელსთანაც უნდა მოგვეგო, მაგრამ ფრედ ვითამაშეთ. ამ ჯგუფში თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეიძლება სწორედ ასეთი გადამწყვეტი მატჩი იყოს თბილისშიც", - ეს კი მატიჩის სიტყვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
1-1 ია ეგ თამაში.
ki batono!!
06:36 22-03-2017
0
მართლა მიკვირს რას ნახულობენ მწვრთნელები დვალიშვილში.მაგას ბუდუ ზივზივაძე და არაბულიც აჯობებდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული