საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენის" სალაროებში დაიწყო

AutoSharing Option
დღეიდან საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს უკვე "დინამო არენის" სალაროებშიც შეუძლიათ.

ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. "დინამო არენის" სალაროები ყოველდღე, 11:00 სთ-იდან 19:00 სთ-მდე მუშაობს. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინრეჟიმში, ამ ბმულზე.

ბილეთის მხოლოდ ონლაინრეჟიმში შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება, ხოლო საქართველო-ლატვიის ამხანაგური მატჩი - ამავე სტადიონზე 28 მარტს, 18:00 სთ-ზე.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული