იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით მეორე ამხანაგური მატჩი გამართა დუბაის შეკრებაზე და იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.

გასაგებია, რომ ეს შემადგენლობა მართლაც გადახალისებული და ძალზე შორსაა ოპტიმალურისგან, თან აღარც ჩვენი ამბიციებია უსაზღვრო, მაგრამ საქართველოს არცერთი ნაკრები იორდანიასთან არ უნდა აგებდეს!

ამაზე ჩვენი გაზეთის შემდეგ ნომერში დავწერთ, დღეს კი ამ მცირე რეცენზიას მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე დაყრდნობით თუ გაახლებთ, რაკი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სადღაც პირველი ტაიმის შუაში შეწყდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ისე, ნუთუ არ შეიძლებოდა დუბაიდან ნორმალური "ლაივსტრიმის" გაკეთება? პირველი მატჩისას უზბეკების რეპორტაჟს ჩამოვეკიდეთ,
მეორედ - იორდანიელებისას. და რას ვაკეთებდით ჩვენ?!

ანდა, მატჩის შედეგს კარგა ხანს რომ არ ვწერთ ფედერაციის ოფიციალურ საიტზე და არც ბოდიშს ვიხდით ჩაშლილი ტრანსლაციისთვის? ამით უკეთესობისკენ იცვლება რამე?

ვინ არის პასუხისმგებელი ამ მარცხისა და ზოგადად, შედეგისთვის?

ჩვენ დღეს შეგნებულად არაფერს დავწერთ ფეხბურთელებზე, მათ ცალკე წერილი მიეძღვნებათ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციის საიტზე რომ წერია, იმას გავიმეორებთ მხოლოდ - მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ალ დარდურმა გაიტანა.

აბა, სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

მატჩის შემდეგ:
- ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
25.01.17. დუბაი. "თეიაბ ავანა სთედიუმი"
იორდანია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ალ დარდური (45)
იორდანია: შაფი, რავაშდე, ჰათაბი, ზავაჰრე, ალდმერე, აბუამარა (61. რავაშადე), აბდულრაჰმანი, აიედი (89. აბუ დები), ალტამარი (69. ტალი), ფაისალი (79. ალბავაბი), ალ დარდური (70. სამირი).
სათადარიგოები: იასინი, აბულსატარი, სერალაჰი, ზეგრატი, დალდომი, მორჯანი, მარდე, შელბაი, ჰადადი.
მწვრთნელი: აბდულა მესფერი
საქართველო: მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე (63. თორ. გრიგალაშვილი), ტაბიძე, ხოჭოლავა, შერგელაშვილი (88. განუგრავა), ტუღუში (82. მამასახლისი), შონია (85. ხარაიშვილი), კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე (79. ქიმაძე), დვალიშვილი, ზივზივაძე (46. არაბული).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გოშაძე, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ხოჭოლავა (16), შონია (38), ალდმერე (77), ზავაჰრე (81), დვალიშვილი (83)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
პასუხისმგებელი არი აი ფოთიდან ვინც შემოიტანა თავიდან, იასონამ, ცოლი რო ეუბნებოდა ოჯახს მიხედეო, უნდა მიეხედა და ეგ იქნებდოა..
irakli
26 იანვარი 2017 13:48
0
უთავმოყვარეო ხალხი, როგორც ფეხბურთელები ისე ფედერაცია (განსაკუთრებით).
oto
26 იანვარი 2017 13:15
0
შეეშვით იმ საქმის კეთებას, რაც არ გეხერხებათ და არ იცით. მორჩა, გათავდა, აღარ არსებობს ჩვენთან პროფესიონალური ფეხბურთი. აღიარეთ მაინც და გადადით სამოყვარულო ჩემპიონატზე, ისე როგორც ფარერებზე და სხვა ჯუჯა ქვეყნებშია. ეხ კობი, კობი...
guka
26 იანვარი 2017 13:12
0
ხომ დავაანონსე რომ ვერ მოვიგებთ, რომ დვალიშვილი და ზივზივაძე ვერ გაიტანენ ბურთს,ბრალია ტრენერის და ფედერაციის. ქუთაისში კი მერიის!
გოგი ქუთაისელი
26 იანვარი 2017 12:45
0
ეროვნული ნაკრები არ უნდა თამაშობდეს ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობით,ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი, თუ ვერ ახერხებ შეკრებას, საერთოდ ნუ წახვალ, რა საჭირო იყო ეს შეკრება, თუ ტურნირი,მხოლოდ ფინანსების ხარჯვა, შედეგი კი ნული, დაქვეითება რეიტინგში. სასერნოდ წახვედით?
გიორგი
26 იანვარი 2017 12:33
0
ყველას ფეხებზე კიდია ფეხბურთი...საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ მხოლოდ.....კობიაშვილიც კმაყოფილია ალბათ..
rezi
26 იანვარი 2017 12:18
0
სიმართლე ვთქვათ!ყველა გამოძახებული არ იყო ღირსი. უკეთესი შეიძლებოდა და ალბათ არ წავაგებდით.ჟურნალისტებსაც გეთქმით, თქვენ აშუქებთ ჩემპიონატს და ვაისზე უკეთ იცნობთ ფეხბურთელებს,მაგრამ თქვენ ხმას არ იღებთ.ვაისი ეხლა მიხვდა თურმე წარუმატებლობის მიზეზს,ლიდერებს უბურთოდ თAმაში არ სცოდნიათ და დრო მჭირდება რომ ვასწავლოო.დავაბრუნოთ ბიჭები უკან და ვაისი უფრო მოკლე დროში ასწავლის უბურთოდ თამაშს.
pepe
26 იანვარი 2017 12:04
0
ჩემი ბრალია ჩემი DDDDDDDDDDDDDDDD

ვერც სარგებელი დავინახე, ვერც პროგრესი, ვერც კმაყოფილი ვარ.

ჩემი ბრალი იქნება აბა ვისი DDDDDDDDD
giga
26 იანვარი 2017 12:00
0
გასაუქმებელია საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, გასაუქმებელია ეროვნული ჩემოიონატის უმაღლესი ლიგა!!! და ის ფული რომელიც ამ ტანტალებისთვის იხარჯება დაიზოგება!!!მუქთახორები!!!
გასაუქმებელია
26 იანვარი 2017 11:48
0
მაინტერსებს ძალიან ამიხსნას ფეხბურთის ვინმე ფეხბურთის მცოდნემ, რა აზრი აქვს ასეთი შემადგენლობით ნაკრების წაყვანას? ვის გაუწევენ კონკურენციას ნაკრებში ეს ბიჭები? ჩემი აზრით ვერავის!
შედეგად მივიღებთ რეიტინში კიდევ უფრო დაქვეითებას, ხოლო უზბეკეთს და იორდანიას საფეხბურთო ისტორიას ვუქმნით, რატომ არ შვებიან იგივეს ევროპის სხვა ქვეყნის ნაკრებები? მაგალითად იტალიამ სერია "ბ"–ს ფეხბურთელებით რომ დააკომპლექტოს ნაკრები და ათამაშოს ირანს და წააგოს, დაახლოებით იგივე გააკეთა ეხლა ვაისმა.
სააკაძე
26 იანვარი 2017 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული