ზედიზედ მეორედ - ოთარ კიტეიშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!

AutoSharing Option
სასტუმრო "რუმს თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 მიმდინარეობს.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დასახელდა.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული