დავით კუპატაძემ მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" მეკარე დავით კუპატაძემ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. როგორც შევიტყვეთ, კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

25 წლის მეკარე მარტვილის "მერანში" 2016 წლის ივლისში საჩხერის "ჩიხურადან" გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში კუპატაძემ მარტვილელთა კარი 18 მატჩში დაიცვა და ჯამში 8 გოლი გაუშვა: პირველ ლიგაში - 13 მატჩში 5 გოლი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი - 5 მატჩში 3 გოლი. კუპატაძესთან ერთად "მერანმა" საქართველოს თასის ფინალი ითამაშა, სადაც ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:2 დამარცხდა. გარდა ამისა, მარტვილელებმა პრო 2-ში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

"მერანსა" და
"ჩიხურამდე" 25 წლის მეკარეს იმერული კლუბების - ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" ღირსება დაუცავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმტებები დავიტ მადლობა რაც მერანისტვის და მტელი მარტვილისტვის გააკეტე
meranis gulshematkivari
23:23 13-12-2016
0
წარმატებები კუპატ მადლობა რაც მერანისტვის გააკეტე
zuka
21:27 13-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული