ახალი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, დაფინანსება და საპრიზო პრემიები

AutoSharing Option
2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლის წინაშე ფორმატ და სახელწოდებაშეცვლილი წარსდგება.

გაზაფხულიდან შეიქმნება ორი პროფესიონალური ლიგა PRO 1 ლიგა PRO 2 ლიგა. ორივე ლიგაში 10-10 გუნდი ითამაშებს, რომელიც გარდამალი ჩემპიონატის შედეგად შეირჩა.

ახალი ჩემპიონატი მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება.

PRO 1 ლიგაში შემდეგი 10 გუნდი იასპარეზებს:
სამტრედია, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის საბურთალო, ფოთის კოლხეთი, გორის დილა, ქობულეთის შუქურა.

საინტერესოა აღნიშნული გუნდების გეოგრაფია - 6 დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელია, 4 კი აღმოსავლეთის.

PRO 2 ლიგაში შემდეგი 10
გუნდი ითამაშებს
:
ბოლნისის სიონი, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია, ცხინვალი, თბილისის ვიტ ჯორჯია, გაგრა, რუსთავი, წყალტუბოს სამგურალი, მარტვილის მერანი, ტყიბულის მეშახტე.

მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონატი (ყველა ლიგაში) ახალი ფორმატით ჩატარდება: გაზაფხულის დასაწყისიდან ზამთრის დაწყებამდე გათამაშების ყველა მატჩი (და, შესაბამისად, ყველა ქულა) ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები:

PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპრიზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

აქვე გეტყვით, რომ უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც 2017 წლის ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

- ევროთასების საგზურების მფლობელი ყველა ქართული გუნდი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს 10 გუნდი რამდენ თამაშს ჩაატარებს სეზონში?
ზაურ
22:35 12-12-2016
0
hemi neba rom ikos sahxeres saertod ar vatamahebdi umagles ligahi.
rogor heidzleba ivanihvili kavdes da normaluri bunebrivsafariani stadioni ar hqondes.sxva investors ucdian???
hemihi
17:49 12-12-2016
0

სიახლეები პოპულარული