თბილისის "დინამო" ხვალ ნუკრი რევიშვილს გაიფორმებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თბილისური გუნდის პრესსამსახურმა დაუდასტურა. რევიშვილი "დინამოსთან" კონტრაქტს ხვალ, 10 ოქტომბერს გააფორმებს. კონტრაქტი დეკემბრამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ "მორდოვიადან" წამოსული რევიშვილი ბოლოს გორის "დილაში" ვარჯიშობდა, მაგრამ კლუბთან კონტრაქტზე შეთანხმება არ შედგა.