სპორტის მინისტრი: კარგი ჩემპიონატი - პრემიერლიგა, რამდენიმე წელიწადში გვექნება

AutoSharing Option
2 სექტემბერს, PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" სტუმარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო.

გადაცემის ფორმატით, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში დასვას შეკითხვა მიწვეულ სტუმართან.

იხილეთ გადაცემა სრულად: "ჩემი კითხვა" - სტუმარი: ტარიელ ხეჩიკაშვილი

სპორტის მინისტრს ერთ-ერთი კითხვა ფეხბურთის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ნეკა გოგლიძე:
- გამარჯობა, ჩემი შეკითხვა ეხება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას. მაინტერესებს, რა შემთხვევაში ჩაითვლება პროგრამა წარმატებულად და რა შემთხვევაში იქნება გამართლებული ამ პროგრამისთვის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხის, მილიონების დახარჯვა? საინტერესოა
ისიც, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდება?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ წლების განმავლობაში იხარჯებოდა მილიონები, სამწუხაროდ, აბსოლუტურად უსისტემოდ, უკონტროლოდ და უშედეგოდ. მგონია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, სახელმწიფოს რესურსები ვაკონტროლოთ და მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა განვავითაროთ.

ვერ მივხვდი, "მილიონები" რა კონტექსტში იყო ნათქვამი... მეორეც, როცა კითხვაში არის საუბარი იმაზე, რას ჩათვლით წარმატებაზე, მაინტერესებს, რას თვლიან წარუმატებლობად...

პირველ რიგში, წარმატებად მიმაჩნია ის, რომ მღვრიე წყალი, რომელშიც იმართებოდა ქართული ფეხბურთი, დაიწმინდა და თამაშის წესები გახდა ყველასთვის ცხადი და თანაბარი. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი.

გამოჩნდა, რომ თუნდაც სამოყვარულო ლიგაში 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მეორე ლიგაში, რეგიონებში, არაერთ გუნდს გაუჩნდა რეგიონში ფეხბურთის განვითარების სურვილი. და ბუნებრივია, ეს მასობრივი ფეხბურთის განვითარება თანდათანობით ხარისხში გადაიზრდება. თუმცა, გულწრფელად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს.

რაც შეეება ხარისხს, კონკურენცია რომ გაიზარდოს, აუცილებელია, რომ ჩვენი პრეიმიერლიგა (შემდგომში ასე ერქმევა) და მეორე ლიგა აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდეს. ეს კი მხოლოდ შესაძლებელია მაღალი კონკურენციის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მედიის მხარდაჭერის პირობებში. და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ის, რომ რამდენიმე კლუბში კერძო ინვესტორს სურს, ქართული ფეხბურთის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, უკვე კარგი ნიშანია.

მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ფეხბურთის ფედერაციის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც აქვს სურვილი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მით უმეტეს, დღევანდელი პროგრამა ამის დიდ შესაძლებლობას იძლევა...

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში მენეჯმენტის კუთხითაა. დეფიციტია, როგორც პროფესიონალი მენეჯერების, ისე მწვრთნელების, ფიზმომზადების სპეციალისტების, ასევე ფეხბურთელების... ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 10 გუნდამდე შემცირდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი წელია, ფედერაცია ახალი ფორმირებულია, პროგრამაც ახალი დაწყებულია. უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხალისიან კომენტარებს, რომ ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულია და კონკურენცია გაიზარდა. თუმცა, ჯერ შორს ვართ ჩემპიონატის იმ დონისგან, როგორსაც უნდა მივაღწიოთ პროექტის ავტორების ჩანაფიქრით.

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ნამდვილად კარგი ჩემპიონატი გვექნება. ერთ-ერთი მთავარი კი, რაც ამის იმედს მაძლევს, არის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების პროფესიონალზმი და პატიოსნება, რაც ყველაზე ძალიან აკლდა ქართულ ფეხბურთს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
და სტადიონები,რომ ინგრევა ,რატოა სიჩუმე
zaza
23:00 04-09-2016
0
პრემიერლიგას თუ დავარქმევთ გაFრინდებიან Bიჩები რუნი და ჯერარდი აქ ჩამოვლენ
giorgi
21:42 04-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული