საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კახა ჭუმბურიძესა და ნიკა ჯღარკავასთან ერთად კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი ეყოლება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განუცხადა, კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნის გადაწყვეტილება აღმასკომმა მას შემდეგ მიიღო, რაც დამტკიცდა ახალი სამოქმედო გეგმა ფეხბურთის განვითარებისთვის და ფეხბურთის ფედერაციის საქმეების რაოდენობაც გაიზარდა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე შეიცვალა იურიდიული ორგანოს სადისციპლინო დავების კომიტეტის ხელმძღვანელი და ამ პოზიციას დავით კიკალიშვილი დაიკავებს.

დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ლევან კობიაშვილი
ახალ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს წარადგენს და აღმასკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დეტალურად ისაუბრებს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული