კვიპროსულ გუნდს თბილისის "დინამოდან" "ახალი კალაძე" მიჰყავს

AutoSharing Option
kerkida.net-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კვიპროსული "ნეა სალამინა" სადაცაა გიორგი პაპავას დაიბევებს.

"ნეა სალამინა" ძალიან ახლოსაა ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის, გიორგი პაპავას ტრანსფერთან, რომელსაც "ახალ კალაძეს" ეძახიან.

ცნობილი თანამემამულესავით, პაპავასაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში", - წერს საიტი.

21 წლის პაპავა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია. მან ამ სეზონის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნული გუნდის მაისურა კი სამ შეხვედრაში მოირგო.

შეგახსენებთ, რომ "ნეა სალამინაში" ახლახან შოთა გრიგალაშვილი გადავიდა. 12-გუნდიან მთავარ დივიზიონში "ნეა სალამინა" მე-9 ადგილზეა და აშკარაა, ვერ მოახერხებს პირველ ექვსეულში (მე-6 ადგილზე მყოფ "ერმისს" მთელი
10 ქულით ჩამორჩება) მოხვედრას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა გაყიდეს? ფასი დაწერეთ ან რამე გააარკვიეთ, ეს კოპი პასტეთი არ დაიღალეთ?
თბილისი
11:24 19-01-2015
0

სიახლეები პოპულარული