"ზუგდიდს" ლიტვის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი შეუერთდა

AutoSharing Option
3 თებერვალს "ზუგდიდი" ქობულეთს ესტუმრა და მორიგი სპარინგ-მატჩი "შუქურასთან" გამართა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა გუგუჩიაა. მან "შუქურას" კარი პირველ ტაიმში აიღო.

მეორე ნახევარში "ზუგდიდის" ნახევარმცველ ლევან ქებაძის ნაცვლად მოედანზე შევიდა ვიტალიუს კავალიაუსკასი. 30 წლის ლიტველი ფორვარდი, რომელიც "ეკრანასის" ფეხბურთელია და ქვეყნის ეროვნულ გუნდში 17 მატჩი (3 გოლი) აქვს ჩატარებული, საქართველოში ორიოდე დღის წინ ჩამოვიდა.

"ზუგდიდი": ქვილითაია, აფაქიძე, კანკია, მირცხულავა, სიხარულია, ჯავაშვილი, შალიკაშვილი, ქებაძე, ლომია, გუგუჩია, კირკიტაძე. შეცვლაზე: მჭედლიშვილი, ქვარცხავა, ქათამაძე, ნიკოლაძე, კავალიაუსკასი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული