დუშან უჰრინს "პლზენის" მწვრთნელად ცსკა-სთან მატჩის მერე დაასახელებენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" ჩეხი სპეციალისტის, დუშან უჰრინის წასვლას ჩეხური "სპორტ აქტუალნე" გამოეხმაურა, რომელიც დღეების განმავლობაში ჯიუტად წერდა, რომ უჰრინი-უმცროსი "პლზენის" ყველაზე სავარაუდო მწვრთნელია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამ ინფორმაციას არაფრით ადასტურებდა, საბოლოოდ, ყველამ დავინახეთ, რომ ჩეხური წყარო მართალი იყო.

გამოცემამ ახალი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: "უჰრინი თავისუფალია, "დინამომ" ის გაუშვა".

"ჩეხი მწვრთნელის მოღვაწეობა თბილისის "დინამოში" მისივე მოთხოვნის საფუძველზე წელიწად-ნახევარზე ნაკლებ დროში დასრულდა. ქართულმა კლუბმა თავის ვებსაიტზე დაადასტურა, რომ უჰრინი "დინამოდან" წავიდა.

უჰრინი ახლა თავისუფალია და შეუძლია "პლზენს" მოელაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ ის
მთავარი კანდიდატია პაველ ვრბას შემცვლელად, რომელიც ახალი წლიდან ჩეხეთის ნაკრებში მიდის.

მწვრთნელს "დინამოსთან" კიდევ 6 თვით აკავშირებდა ხელშეკრულება: "კონტრაქტის თანახმად, ჩვენ კიდევ 6 თვე უნდა გვეთანამშრომლა, მაგრამ მან საინტერესო წინადადება მიიღო. ჩვენ მას გავუგეთ და მივეცით უფლება, კლუბი დატოვოს", - განაცხადა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ".

"პლზენი" ცსკა-ს შემდეგ გამოაცხადებს
ჩვენ დავუკავშირდით "პლზენის" წარმომადგენელ პაველ პილარს, რომელმაც ჯერჯერობით არ დაადასტურა, რომ დუშან უჰრინი იქნება "ვიქტორიას" ახალი თავკაცი. "ამ დროისთვის თითოელი ჩვენგანი მხოლოდ სამშაბათის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობს მოსკოვის ცსკა-სთან. მწვრთნელის ვინაობას ამ მატჩის შემდეგ შეიტყობთ, კვირის ბოლომდე".

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: ცხოვრებაში ყოველთვის დგება ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული