რუსთავის "მეტალურგს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება

AutoSharing Option
"მეტალურგის" უკვე ყოფილ მწვრთნელს, გიორგი ყიფიანს და მის თანაშემწეს, გიორგი დეკანოიძეს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "მეტალურგს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება. გიორგი ყიფიანის ადგილს, სავარაუდოდ, გელა სანაია დაიკავებს.

34 წლის სპეციალისტთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მასთან კონტრაქტის ბოლო დეტალები ზუსტდება. საბოლოოდ, ჩაიბარებს თუ არა სანაია "მეტალურგს", უახლოეს დღეებში გადაწყდება.

fcm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული