"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ს.კ. ''შევარდენი-1906'' ყოფილ მთავარ მწვრთნელ გიორგი კიკნაძეს ემშვიდობება და გუნდის ახალ თავკაცს, გელა სანაიას მიესალმება.

გიორგი კიკნაძეს კლუბთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება ამოეწურა და გუნდი დატოვა.

ს.კ. ''შევარდენი-1906'' მას მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის მომდევნო ეტაპზე.

კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კი გელა სანაია იქნება.

სანაიას კარიერის მანძილზე უმუშავია: ''ლოკომოტივში'', ''სამტრედიაში'', ''რუსთავში'', ხობის ''კოლხეთსა'' და ფოთის ''კოლხეთში''.

სანაია "შევარდენის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო 1 წლის განმავლობაში იქნება.

მომზადებულია "შევარდენის" "ფეისბუქგვერდის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული