ეროვნული ლიგა. XIX ტური: ქუთაისის "ტორპედომ" სტუმრად "საბურთალოსთან" იმარჯვა

AutoSharing Option
23 ივლისს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ბოლო შეხვედრა გიომართა. "საბურთალომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ორივე გოლი ქუთაისელთა შემადგენლობაში გრიგოლ დოლიძის ანგარიშზეა. 28-ე წუთზე ის ულამაზესი პასით მეკარესთან პირისპირ გუგა ფალავანდიშვილმა დატოვა, დოლიძემაც მოჭრილი დარტყმით გაიტანა.

ამ გოლიდან შვიდ წუთში დოლიძემ დუბლი საჯარიმო დარტყმით გაიფორმა. 90-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ერთი გოლი გაქვითა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "საბურთალო" კი 25 ქულით მეექვსეა.
ასევე დაგაინტერესებთ