ეროვნული ლიგა. XIX ტური: ბათუმის "დინამომ" მაისის მერე პირველად იმარჯვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი მე-13 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა.

გუნდებმა მატჩი 10-10 კაცით ჩაამთავრეს - 69-ე წუთზე ზურაბ არზიანი გააძევეს, ხოლო 72-ე წუთზე სტუმარი ირაკლი კომახიძე.

ბათუმის "დინამომ" 24 მაისის მერე პირველად იმარჯვა.