ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

AutoSharing Option
23 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა საჩხერეში გაიმართა. ადგილობრივმა "ჩიხურამ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 4:2 მოუგო.

საჩხერელთა შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელმაც მატჩის 32-ე (პენალტი), 45-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი "ჩიხურას" შემადგენლობაში ბაქარ მირცხულავაა.

რაც შეეხება გორელებს, მათ შემადგენლობაში გოლებით თავი 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ, 88-ე წუთზე კი სალიეუ ტარავალიემ გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით "ჩიხურას" 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, "დილა" კი 22 ქულით მეშვიდეა.

ასევე დაგაინტერესებთ