გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში