თბილისის "დინამომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ერთი კი გაუშვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელშიც 21 ივლისს ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებენ.

სეზონის განახლების წინ "დინამომ" მიკოლა კოვტალიუკთან 1,5-წლიაინ კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი თბილისელთა ღირსებას დაიცავს.

ნიგერიელი მცველი, მოჰამად ალიუ კი, რომელიც მანამდე კლუბში სინჯებს გადიოდა, "დინამოში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

"დინამოში" დაბრუნდა ბოლნისის "სიონში" იჯარით მყოფი თავდამხსმელი - ენვერ ლილუაშვილი. "დინამო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნახევარმცველმა საბა თავაძემ დატოვა.

fcdinamo.ge