გორის "დილა": ირაკლი მოდებაძის გოლი, გოგიტა გოგატიშვილის დუბლი

AutoSharing Option
ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე გორის "დილამ" "ქართლზე" ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო "გაგრას".

ერთი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ, ვინც ტრავმის გამო ხანგრძლივად უქმობდა და მინდორს ახლაღა დაუბრუნდა.

"დილას" შემადგენლობაში დუბლი მიითვალა 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგატიშვილმა. ის ბოლოს მინსკის "დინამოში" ირჯებოდა და ბელორუსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა.

სხვადასხვა დროს გოგატიშვილს უთამაშია "სიონში", "ჩიხურაში", "გაგრასა" და სომხურ "განძასარში". მას ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და, წესით, "დილასაც" უნდა გამოადგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული