ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან" პირველ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ" "იაგელონიას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა, შესაძლოა, სტუმართა უპირატესობითაც დასრულებულიყო. მე-16 წუთზე ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ შერიდანს ანატოლი ტიმოფეევმა აუღო.

შერიდანმა გოლის გატანა 49-ე წუთზე მაინც შეძლო. ამის შემდეგ სტუმრებმა კიდევ შეუტიეს, რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა, საბოლოოდ, 0:1.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი პოლონეთში ერთ კვირაში, 6 ივლისს გაიმართება.