ეროვნული ლიგა. XVII ტური: "სამტრედიამ" "ლოკომოტივს" მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 16 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVII ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გამარჯვება სამტრედიელებს დარჩათ - 1:0. ერთადერთი გოლი თამაშის მე-5 წუთზე გურამ სამუშიამ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ "სამტრედიას" 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, "ლოკომოტივი" 24 ქულით მეოთხეა.

დღესვე, მოგვიანებით, ფოთის "კოლხეთი" სამტრედიაში საჩხერის "ჩიხურას" ეთამაშება, ხოლო გორის "დილა" "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება. ტურის კიდევ ორი მატჩი შაბათს, 17 ივნისს გაიმართება.