ეროვნული ლიგა. XIII ტური: "დინამომ" "სამტრედიას" ბოლო წუთზე მოუგო

AutoSharing Option
21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგო.

ანგარიში მატჩის 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. 37-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ტაიმი ასეც მორჩა. 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 76-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა დააფიქსირა.

"დინამოს" 31 ქულა დაუგროვდა და ცხრილს სათავეში უდგას, "სამტრედიამ" კი მეორე ადგილი დაკარგა და
23 ქულით მესამეზეა.